top of page

ჩვენ შესახებ

ყველა ქალაქს თავისი გემო აქვს, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად თბილისის გემო გვიყვარს - მრავალფეროვანი, უნიკალური, ეკლექტური, ძველისა და ახლის ნაზავით დაბალანსებული და ყოველთვის დასამახსოვრებელი.


სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ვქმნით თბილისივით მრავალფეროვანი გემოებით, სიყვარულით, ადამიანებით და სილაღით სავსე გარემოს. ჩვენ საუკეთესო რესტორნებსა და მზარეულებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოამზადონ საჭმელი, რომლის დაგემოვნებაც გამოცდილებაა და არა უბრალოდ ჭამა.


ღია სივრცე, მწვანე პარკი, სუფთა ჰაერი, ბევრი ბედნიერი ადამიანი და ადგილი, სადაც ყველას ერთმანეთის და, რაც მთავარია, საჭმლის სიყვარული გვაერთიანებს.


„სტრიტ ფუდ ბაზარი“ მეგობრების, მეზობლების, ოჯახების, დიდების, პატარების, დასვენებისა და ბედნიერების სურვილით გაერთიანებული ადამიანების თავშეყრის ადგილია. აქ აუცილებლად იპოვი იმას, რაც გიყვარს - იქნება ეს საჭმელი, სასმელი, მუსიკა, გასართობები ბავშვებისთვის, მცირე მეწარმეების მიერ შენთვის შექმნილი ათასგვარი ნივთი, ემოცია თუ ურთიერთობები.


ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ერთად გავაცნოთ მსოფლიოს თბილისის გასტრონომია, ვუბიძგოთ ახალ იდეებს კულინარიაში, გავავრცელოთ ბედნიერება და საჭმლის სიყვარული.  ამისთვის კი ვეძებთ განსაკუთრებულ კერძებს, ტალანტებს კულინარიაში, საუკეთესო რესტორნებს, ყველაზე კომფორტულ სივრცეებს და ყოველ წელს ვქმნით ჯადოსნურ, ფერად, სიყვარულით სავსე გარემოს ქალაქის სხვადასხვა უბანში.

გადმოწერეთ ბაზრის ფოტოები, ვიდეოები და ლოგო.

bottom of page